ავტორი:

"ვიღაცას ეგონება, ამ ადამიანს დავდევ, მაგრამ ასე არ არის, ღმერთი, რჯული - უბრალოდ ისეთ თემებს აბრეხვებს, გაოგნებული ვარ, რომ არ ვუპასუხო შეუძლებელია, სახლში მივიდე" - ზარქუა ვაშაძეზე

"ვიღაცას ეგონება, ამ ადამიანს დავდევ, მაგრამ ასე არ არის, ღმერთი, რჯული - უბრალოდ ისეთ თემებს აბრეხვებს, გაოგნებული ვარ, რომ არ ვუპასუხო შეუძლებელია, სახლში მივიდე" - ზარქუა ვაშაძეზე

ვიღაცას ეგონება, რომ ამ ადამიანს დავდევ, მაგრამ ასე არ არის. ღმერთი, რჯული მოწმეა. უბრალოდ, საფინანსო კომიტეტის წევრია და ისეთ თემებს აბრეხვებს, რომ გაოგნებული ვარ და რომ არ ვუპასუხო შეუძლებელია სახლში მივიდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მისამართით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ზარქუამ სიტყვით გამოსვლისას რიგ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლოს „დესერტად“ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს.

„ბოლოს დესერტი - „ჭიჭე“ ვაშაძე, არ გამოვა ამის გარეშე. ჩვენი ასეთი საუბარი გრიშა ონიანის და ბადრი შუბლაძის ჟანრში გადავიდა. აი, სადაც მივასწრებ და დავასწრებ იქ ვცდილობ, რომ სიმართლე პირდაპირ ვუთხრა. ახლაც გამექცა, მაგრამ მაინც... ვიღაცას ეგონება, რომ ამ ადამიანს დავსდევ, მაგრამ ასე არ არის. ღმერთი, რჯული მოწმეა. უბრალოდ, საფინანსო კომიტეტის წევრია და ისეთ თემებს აბრეხვებს, რომ გაოგნებული ვარ და რომ არ ვუპასუხო შეუძლებელია სახლში მივიდე. ჯერ, ხომ პენსიებზე დააბრეხვა 15%-იანი პენსიებიო. მე რომ დღეს მივიდე, მე არ მომცემენ 15%-იანს, მაგრამ პოპულისტია და გასაგებია. ცალკე იოსელიანი, ცალკე ელისაშვილი უხსნიდა, რომ ეს არარეალურია და ბმაში არ არის.

მეორე თემა - გამოვიდა და „მარშრუტკებზე“ ისევ დაიწყო სიცრუის ტირაჟირება. ეტყობა, ჰგონია, რომ ამ პოპულიზმით კახი კალაძესთან, თუ დასახელდა კანდიდატად, კონკურენციაში შევა. განაცხადა ირაკლი ზარქუამ და აღნიშნა, რომ „სიმართლის თქმა, ისეც შეიძლება, რომ არ მოიტყუო“,- აღნიშნა ზარქუამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

ვაშაძე ზარქუას მიმართავს: "წაიკითხე "თხა და გიგო“, მერე ცოტა გაართულე, შეიძლება "ბიძია თომას ქოხამდე“ მიხვიდე..."

"გეკითხებით, შაჰინი უფრო მაგარია და მას უნდა მოვუსმინოთ თუ ბოკერიას? შარლ მიშელს მოვუსმინოთ თუ შალვა ნათელაშვილს? - ორივე "შ“-ზე იწყება" - გიორგი ვაშაძე