ავტორი:

საააკაშვილი "ტიკტოკზე" გააქტიურებას აპირებს, კალაძე კი ამბობს, რომ მისი პირველი გამომწერი იქნება

საააკაშვილი "ტიკტოკზე" გააქტიურებას აპირებს, კალაძე კი ამბობს, რომ მისი პირველი გამომწერი იქნება

"ტიკტოკის“ პირველი გამომწერი მე ვიქნები“- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ კაპანიას, რომლის თანახმადაც, ის უკრაინაში ჩაიყვანს ქართველ ახალგაზრდებს და ქართულ არხს შექმნის, სადაც თოქშოუს წაიყვანს, ამავდროულად გააქტიურდება "ტიკტოკზეც“.

ჟურნალისტის კითხვაზე, უშველის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული კამპანია პარტიას თვითმმართველობის არჩევნების გამარჯვებაში, კალაძე აღნიშნავს: "ვერ გეტყვით, "ტიკტოკის“ პირველი გამომწერი მე ვიქნები“.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უახლოეს პერიოდში "საქართველოს საზოგადოებასთან შეხვედრების პირდაპირ ტრანსლირებას“ დაიწყებს, კერძოდ, ის თოქშოუს წაიყვანს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის აპირებს, რამდენიმე კვირაში კონკურსით შერჩეული რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას ჩაიყვანოს კიევში, სადაც "ინოვაციის კონგრესს გამართავს“ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

ის ასევე აანონსებს გააქტიურებას "ვაიბერზე“, "ტელეგრამის“ პლატფორმაზე, "ტიკტოკზე“ "ინსტაგრამზე“ და "ფეისბუკზე“.

"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს