ავტორი:

„უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ღონისძიებას გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს

„უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ღონისძიებას გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს

1 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე მოედანზე, ღია ცის ქვეშ, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტეტმა „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტული მოიპოვა. სტუ-ის სპორტულმა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში, 27 მედალი მოიპოვეს: 15 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ღონისძიება დასრულდება კონცერტით - ცოცხალი შესრულება ჯგუფ „ნონ სტოპის“ მონაწილეობით და საზეიმო ფოერვერკი.

25 მაისიდან - 29 ივნისის ჩათვლით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის „უნივერსიადა 2021“ სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა.

NS

გიორგი ხვედელიანი - დღეს საქართველოს პარლამენტი ხალხის არ არის

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვაქცინების შესანახ მაცივარში "ტემპერატურული რეჟიმიდან გადახრა დაფიქსირდა“ - გაფუჭდა თუ არა ვაქცინები?

"პანდემიის "მეოთხე ტალღა" ნამდვილად იქნება, მაგრამ რა სიმძლავრის..." - რას ამბობს ექიმი-ეპიდემიოლოგი?