ავტორი:

"თუ კვერცხი მოხვდა ამერიკის ელჩს, ღირსი იქნება" - "პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ღონისძიებაა დაგეგმილი: როგორია ვითარება ადგილზე

"თუ კვერცხი მოხვდა ამერიკის ელჩს, ღირსი იქნება" - "პრაიდის“ მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ღონისძიებაა დაგეგმილი: როგორია ვითარება ადგილზე

"ამ წუთებში "თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. ისინი იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც "პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კვირეულის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, "პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება იგეგმება და ზოგადად "მიუღებელია, რომ ამას ელჩები, პარლამენტარები და ბავშვები ზეიმობენ“.

"ჩვენ ფიზიკურად არავის ვეხებით და თუ კვერცხი მოხვდა ამერიკის ელჩს, ღირსი იქნება. ამას მე პირადად არ ვაპირებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ყოველთვის ხდება. სადაც პოზნერს ესვრიან, 90 წლის კაცს.. .რეალურად, ჩვენ გვინდა, რომ არ შედგეს ეს კვირეული. მათ არავინ დასდევს, ჩვენ მათი გამოსწორება გვინდა. პოლიცია თუ არ დაეხმარება, ვერ შევლენ კინოს სანახავად“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი "თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

უწყება მოწოდებს ყველას, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გოგონა გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა - "ის რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო"

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

"ვაქცინაცია სიკვდილობის პანდემიას აჩერებს, შემთხვევების რაოდენობას ვერ აჩერებს, მაგრამ ანახევრებს ან ამესამედებს" - თენგიზ ცერცვაძე