ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა "უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტეტმა „უნივერსიადა 2021“-ის გამარჯვებული უნივერსიტეტის ტიტული, დამსახურებულად მოიპოვა. სტუ-ის ვაჟთა და გოგონათა სპორტულმა გუნდებმა დაძაბულ ტურნირებსა და ორთაბრძოლებში ღირსეულად იასპარეზეს და საერთო ჯამში, 27 მედალი: 15 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15 ოქროს მედალს, მათ შორის 8 - საკონკურსოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდები სპორტის შემდეგ სახეობებში დაეუფლნენ: კალათბურთი; კალათბურთი 3X3; 7-კაცა რაგბი; ჯომარდობა; ქვიშის ფრენბურთი (ვაჟთა გუნდი); ფრენბურთი; სამბო - გუნდურსა და 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში; ქართული ჭიდაობა - გუნდურსა და 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

7 ვერცხლი, მათ შორის 4 - საკონკურსო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა შემდეგ სახეობებში დაისაკუთრეს: ქვიშის ფრენბურთი (გოგონათა გუნდი); ფრენბურთი (გოგონათა გუნდი), ჭადრაკი (ვაჟთა გუნდი); ძიუდო, სამბო და ქართული ჭიდაობა - 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა 5 ბრინჯაო, მათ შორის 2 - საკონკურსო, ისეთ სახეობებში მოიპოვეს, როგორიცაა: მაგიდის ჩოგბურთი - გუნდური (ვაჟები); მაგიდის ჩოგბურთი - გუნდური (გოგონები); სამბო და ქართული ჭიდაობა - 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში; სამბო - 98 კგ წონით კატეგორიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წლევანდელი უნივერსიადის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, დღეს საღამოს, „უნივერსიადა 2021“-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ცნობისათვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის „უნივერსიადა 2021“ სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა.

"თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

დაპირისპირება, კვერცხებისა და ქვების სროლა, გზის გადაკეტვის მცდელობა - ფოტოები ადგილიდან, სადაც "თბილისი პრაიდის" გახსნის ღონისძიება უნდა გაიმართოს

"თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ღონისძიების მონაწილეებს ქვებს, კვერცხებს და ბოთლებს ესვრიან