ავტორი:

დაპირისპირება, კვერცხებისა და ქვების სროლა, გზის გადაკეტვის მცდელობა - ფოტოები ადგილიდან, სადაც "თბილისი პრაიდის" გახსნის ღონისძიება უნდა გაიმართოს

დაპირისპირება, კვერცხებისა და ქვების სროლა, გზის გადაკეტვის მცდელობა - ფოტოები ადგილიდან, სადაც "თბილისი პრაიდის" გახსნის ღონისძიება უნდა გაიმართოს

დღეს "თბილისი პრაიდის" გახნის ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი. ადგილზე იმყოფებიან "პრაიდის" მოწინააღმდეგეები და აცხადებენ, რომ ღონისძიების გამართვის უფლებას არავის მისცემენ.

ცოტა ხნის წინ იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირეულის მოწინააღმდეგებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პოლიციას წინააღმდეგობას ამ წუთებშიც უწევენ. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ სამართალდამცავები პრაიდის მოწინააღმდეგეებს კვირეულის ორგანიზატორებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე "თბილისი პრაიდის“ მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.

აღსანიშნავია, რომ "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გოგონა გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა - "ის რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო"

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

"ვაქცინაცია სიკვდილობის პანდემიას აჩერებს, შემთხვევების რაოდენობას ვერ აჩერებს, მაგრამ ანახევრებს ან ამესამედებს" - თენგიზ ცერცვაძე