"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება მიმდინარეობს. დახურულ ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
"თბილისი პრაიდის" კვირეული დღეს გაიხსნა. 5 ივლისს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია "ღირსების მარში".
დღევანდელი ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
კვირეულის მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ "პრაიდის" მონაწილეებთან მიახლოებას, სამართალდამცველები კი ამის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს. პოლიციამ ღონისძიების მოწინააღმდეგე 11 პირი დააკავა.