ავტორი:

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა

უკვე მესამე წელია, რაც Avon-ი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოების, Golden Brand Award-ის გამარჯვებულებს შორის ხვდება და საქართველოში სილამაზის ინდუსტრიის N1 ოქროს ბრენდად სახელდება

100 ექსპერტისა და 2000 მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად, კომპანიამ 2020 წლის შედეგებით კიდევ ერთხელ მოიპოვა ინდუსტრიაში საუკეთესოს ტიტული.

“ეს ჩვენთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და აღიარებაა ქართულ ბაზარზე ოპერირების განმავლობაში. განსაკუთრებით კი ახლა, პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების ფონზე, ორმაგად გვახარებს ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ შევძელით და დავამტკიცეთ, რომ ქალების გაძლიერება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და ხარისხი პროდუქციასა თუ სერვისში ჩვენი ბიზნესის პრიორიტეტი და უპირატესობებია!

დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც გამოწვევებით სავსე პერიოდია. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია Avon-მა ეფექტური კრიზისული მენეჯმენტისა და სწორი სტრატეგიის მეშვეობით, სირთულეებს თავი ძალიან კარგად გაართვა. ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ კომპანიას ჰყავს 20 000-ზე მეტი ქალბატონი დასაქმებული ქვეყნის მასშტაბით. მათ არა თუ დაკარგეს შემოსავლები, არამედ პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერასა და ფინანსურად გაძლიერებას. ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელია დღეისათვის ქვეყანაში, რომელიც ხელს უწყობს ქალ-ანტერპრენერებს და მცირე ბიზნესს მათი სახით”, - აცხადებს კომპანიის დირექტორი ანა ცხადაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებს ოქროს ბრენდის წოდება 2006 წლიდან ენიჭებათ. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. პროექტის ორგანიზატორები არიან მარკეტინგული კვლევის კომპანია Global Idea და მედია სახლი The Financial.

წელს რიგით მე-16 დაჯილდოვების ცერემონიალი შატო მუხრანში 26 ივნისს გაიმართა. მედიისა და ასობით სტუმრის თანდასწრებით 57 გამარჯვებული ბრენდი დასახელდა, რომლებიც ღიად აირჩიეს ექსპერტებმა და მომხმარებლებმა. Global Idea-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდნენ: უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწავლებლები, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად გამოკითხვა მიმდინარეობდა მომახმარებლებშიც. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი გადაეცათ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

R

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე