ავტორი:

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

რამდენიმე კვირაა, „TV პირველის“ ეთერში გადაცემა „რედიზაინი“ გადის და მან უკვე მოახერხა, რომ უამრავი ერთგული მაყურებელი და ძალიან ბევრი მონაწილეობის მსურველი გაიჩინა. გადაცემამ უკვე გააბედნიერა რამდენიმე ოჯახი, რომელთაც ოთახები საჩუქრად გაურემონტა. ერთ–ერთი გამორჩეული მათგანი კი კესოა, რომელსაც არ სჯეროდა, რომ გადაცემაში მართლა გაგზავნილი წერილების მიხედვით არჩევენ მონაწილეებს და ამისთვის დედასთან სანაძლეოც კი წააგო.

გადაცემაში მონაწილეობის გამოცდილებაზე კესოს დედა, ეკა ქარქაშაძე გვესაუბრება. სწორედ მან გაგზავნა წერილი „რედიზაინში“ მონაწილეობის სურვილით. შედეგით კმაყოფილმა კი წამყვანებს საკუთარი ხელით მოხატულ ქოთანში ჩარგული იები აჩუქა.

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ

ოჯახში ხუთნი ვართ, არა ექვსი... მე, მეუღლე, სამი ქალიშვილი - კესო, ნინო, ლიზა და ფისო, სახელად ფრედი, რომელიც ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ოჯახის წევრებს ჩვენი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე განსხვავებული ინტერესები გვაქვს, თუმცა არის თემები, რაშიც ჩვენი გემოვნება ემთხვევა, მაგალითად, მუსიკა. მუსიკის მოსმენა ყველას გვიყვარს და კლასიკური მუსიკით დაწყებული და მძიმე მეტალით დამთავრებული ყველაფერს ვუსმენთ. ჩემი თინეიჯერი შვილები სიახლეებს მაცნობენ, უფროსები კიდევ „ძველებს“ ვასმენინებთ. წლებია, ჩემი მეუღლე და მე ვამზადებთ ხის ფანერის სათამაშოებს. თავიდან ჩვენი გოგონებისთვის ვაკეთებდით თოჯინების სახლებს. ახლა კი გოგოები გაიზარდნენ და სხვა შეკვეთებს გვაძლევენ. ეს საქმიანობა კი უკვე ჰობად მექცა...

რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა?

გოგონებს ყველას თავისი ოთახები აქვთ და თავიანთი სურვილისამებრ აწყობენ. კესოს თავისი ოთახის გარემონტება სურდა და გადაწყვიტა თვითონ ემოქმედა... ამ დროს „რედიზაინის“ რეკლამა ვნახე და ვიფიქრე, მეცადა. კესომ შეთავაზება ეგრევე უარყო: კარგი რა, დედა, გჯერა ეხლა შენ ამისი, ეგეთები არ მუშაობს... მაგრამ მე ვფიქრობ, ცდა ყოველთვის ღირს და ჩემმა მცდელობამ გაამართლა კიდეც. „რედიზაინს“ მივწერე კესოს უნდობლობის შესახებ. სწორედ ეს აღმოჩნდა მოტივაცია გადაცემის პროდუსერებისათვის, რომ სწორედ ჩვენთვის გაერემონტებინათ ოთახი.

შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?

შედეგით კმაყოფილი ვარ. ოთახის გარემონტებაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემს შვილს დავუმტკიცე, შეუძლებელი არაფერია და ცდას არაფერი უდგას წინ. თან „რედიზაინის“ გუნდი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა ურთიერთობაში: პროფესიონალი დიზაინერები, „ბრიგადა არტის“ საუკეთესო ბიჭები, რომლებმაც სწრაფად და ხარისხიანად გააკეთეს ყველაფერი და უმხიარულესი წამყვანები.

კესოს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ის შეარჩიეს და შემდეგ უკვე როდესაც შედეგი ნახა?

კესო, როგორც ყველა თანამედროვე მოზარდი, საკმაოდ პრეტენზიულია. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი დარჩა. თავისი ოთახი ისე მოსწონს, რომ თითქმის მთელ დროს იქ ათარებს და აღარ გამოდის.

რას ურჩევთ მათ, ვისაც მსგავსი გადაცემების რეალურობის არ სჯერა?

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უნდობლობის მომენტი ძლიერადაა ფესვგადგმული. სტერეოტიპის, რომ „ყველაფერი ჩაწყობით ხდება“ დანგრევა რთულია. ამიტომაა საჭირო, რომ სცადოს ყველამ, ვისაც არ სჯერა, იქნებ უმართლებთ. სხვათაშორის ბევრმა ზრდასრულმა ნაცნობმა მითხრა, კესოსი რა გითხრა და არც მე მჯეროდა და ახლა კი დავიჯერეო..

ძალიან კარგი გადაცემაა და ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილად საჭიროა ასეთი პოზიტივის მატარებელი გადაცემების არსებობა.

უყურეთ სრულ გადაცემას:

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FRedesign.ge%2Fvideos%2F160021566188046%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

არქი 15 წლის გახდა

როგორი იქნება "მზიური გარდენსის " ბალნეოლოგიური კურორტი ბათუმში

უსაფრთხო ზაფხულისთვის სწორად მომზადება - პედიატრ ნინო ჭითანავას რჩევები