ავტორი:

როგორი იქნება "მზიური გარდენსის " ბალნეოლოგიური კურორტი ბათუმში

როგორი იქნება "მზიური გარდენსის " ბალნეოლოგიური კურორტი ბათუმში

საქართველოში სანატორიუმების ეპოქა, თითქოს, გასულ საუკუნეში დასრულდა და ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ეპოქა დაიწყო. თუმცა მათ, ვინც ჯანსაღი, სრულყოფილი დასვენების ფასი იცის, აღდგენილი ბალნეოლოგიური კურორტების ხშირი სტუმარია და იქ დასვენებით მაქსიმალურ სიამოვნებასა და სარგებელსაც იღებს. ქვეყანაში უკვე აღდგენილია რამდენიმე სანატორიუმი და რამდენიმეზეც მუშაობა მიმდინარეობს. მათ შორის ყველაზე გრანდიოზული განახლება ბათუმიდან სულ რაღაც 6კმ-ში, კურორტ მახინჯაურში იგეგმება.

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა საინვესტიციო კამპანია MRMU INTERNATIONAL - მა, სახელმწიფოსგან შეისყიდა ყოფილი პანსიონატ “მახინჯაურის” ტერიტორია, სადაც საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობაა დაგეგმილი. კომპლექსში „მზიური გარდენსი“ 5 ვარსკვლავიანი პრემიუმ კლასის სასტუმრო CROWNE PLAZA განთავსდება. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდება ზღვისპირა, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი რეკრეაციით, საბავშვო ზონით, კერძო პარკირებით, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლით, სპორტული მოედნით, გარე და დახურული აუზით, სპა ცენტრითა და კვების ობიექტებით. თითოეული ეს ობიექტი კი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. საცხოვრებელ კომპლექსში 43.6 კვ.მ–დან 200 კვ.მ–დე ფართის აპარტამენტების შეძენაა შესაძლებელი. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა როგორც დასვენებისა და ცხოვრებისთვის, ისე საინვესტიციოდ წელიწადის ოთხივე სეზონზე. კომპლექსის ბალნეოლოგიური მომსახურების მიღება წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

„მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 15 000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. რეკრეაციული ზონის ნაწილი იქნება ფიჭვნარი და სხვა ენდემური ნარგავები, რომლებიც უკვე წლებია ამშვენებს აქაურობას. წინ მდებარე სანაპირო ზოლი სუფთა ზღვის წყლით გამოირჩევა, რაც თალასოთერაპიისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. მომხმარებლისთვის პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ "მზიური გარდენსში“, აპარტამენტები ბარდება დასრულებული პრემიუმ კლასის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

ამჟამად კომპლექსის ტერიტორიაზე ინტერნსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შავი კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. პროექტი 2022 წლის ივნისში სრულად ბარდება. მანამდე კი კურორტ „მახინჯაურის“ ისტორიაც გავიხსენოთ.

კურორტ მახინჯაურის ერთ-ერთ მთავარ სამკურნალო ფაქტორად ითვლება ბალნეოთერაპია _ მკურნალობის და პროფილაქტიკის მეთოდი, რომელიც ხორციელდება კურორტზე არსებული ბუნებრივი მინერალური წყლებით. მახინჯაურის თერმული წყაროების გამოსავალი, ულამაზეს მდინარე საკალმახეს ხეობაშია, რომლის ლანდშაფტი და მცენარეული საფარი თავისთავად გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე.

მახინჯაურის გოგირდოვანი წყლების გამოყენების თარიღი შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ, თუმცა მისი ცივილური ფორმებით გამოყენების ისტორია 1880 წლიდან იწყება, როცა გერმანელმა ვაჭარმა კანიდუს პანცერმა შეიძინა ტერიტორია მინერალური წყლის გამოსავალთანერთად.

1904 წელს აქ აიგო საკმაოდ კარგი შენობა, რომელსაც გააჩნდა პატარა სასტუმრო. მოეწყო ორი სააბაზანო ოთახი, სადაც დასაწყისში უპირატესად მკურნალობდნენ ქრონიკული რევმატიზმით შეპყრობილ პათოლოგიებს. თითქმის საუკუნის განმავლობაში ეს ტერიტორია განვითარდა და აშენდა საკმაოდ დიდი დასასვენებელი კომპლექსი გაჯანსაღების მსურველებისთვის არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის იყო პანსიონატი "მზიური".

90-იან წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახა პანსიონატის საქმიანობაზე. შესუსტდა ყურადღება, როგორც ზემდგომი, ისე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან. შემცირდა პერსონალის რიცხვი, შენობას აღარ ჩატარებია მიმდინარე შეკეთება, უყურადღებობის ფონზე ინვენტარის და ძვირფასი იარაღ- მოწყობილობის გატაცება და განადგურება მოჰვა. შედეგად პანსიონატმა შეწყვიტა საქმიანობა.

ქვეყანაში განხორციელებული, მრავალმილიონიანი ბრიტანული ინვესტიციის შედეგად კი ტერიტორიაზე კვლავ მოეწყობა სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც დამსვენებლებს საშუალება ექნებათ წლის ნებისმიერ სეზონზე ჩაიტარონ ბალნეოთერაპია მკურნალობის და პროფილაქტიკის მეთოდი, რომელიც ხორციელდება კურორტზე არსებული ბუნებრივი, მინერალური წყლებით. ეს ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და აჭარაში წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტების რეგულარული მიმოსვლით ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც.

როგორც უკვე აღინიშნა, "მზიური გარდენსი" იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც აპარტამენტებთან ერთად, Crowne Plaza-ს საერთაშორისო 5 ვასრკვალიავნ სასტუმროსაც მოიცავს და ბალნეოლოგიური მიმართულებით თქვენი დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის, ცხოვრებისა თუ გასაქირავებლად, საუკეთესო ინვესტიციაა მომავალში.

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების სტატისტიკა და გადაცემის გზები საქართველოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

Jeep-ის ახალი ყველგანმავლები ზაფხულის სეზონს განსაკუთრებულად უხდება!