ავტორი:

"სთოუნვოლის აჯანყება" და ბრძოლა უფლებებისთვის - როგორ და როდის ჩაეყარა საფუძველი ლგბტქ თემის უფლებებისთვის ბრძოლას და როგორია "პრაიდის" ისტორია

"სთოუნვოლის აჯანყება" და ბრძოლა უფლებებისთვის - როგორ და როდის ჩაეყარა საფუძველი ლგბტქ თემის უფლებებისთვის ბრძოლას და როგორია "პრაიდის" ისტორია

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია ივნისი პრაიდის თვედ მიიჩნევა. ეს არის პერიოდი, როდესაც ლგბტქ თემის წარმომადგენლები საზოგადოებას თავიანთი უფლებების შესახებ შეახსენებენ და იმ პრობლემებზე ლაპარაკობენ, რაც აქვთ.

კვირეულის ფარგლებში იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, აღლუმები, ფესტივალები და მისი მიზანია ლგბტ თემის წარმომადგენლებმა თავიანთი ხმა გააგონონ მსოფლიოს.

  • რატომ ივნისი?

მართალია, საქართველოში პრაიდის ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებში გადაწყდა, თუმცა ოფიციალურად "პრაიდის“ თვედ ივნისია მიჩნეული. ყველაფერი 1969 წლის 28 ივნისს ნიუ - იორკში "სთოუნვოლის აჯანყებით" დაიწყო. ამბოხი გრინვიჩ ვილიჯთან ახლოს მდებარე გეიკლუბში, "სთოუნვოლში“ პოლიციის შეჭრას მოჰყვა.

მალე მთელ ნიუ იორკში საპროტესტო გამოსვლები და არეულობები დაიწყო.

ყოველივე ცნობილია "სთოუნვოლის ამბოხების“ სახელით. ამ დროს შეტაკებები იყო პოლიციელებსა ლგბტქ თემის წარმომადგენლებს შორის. ბევრი მიიჩნევს, რომ სანამ პოლიცია ბარში შეიჭრებოდა, პოლიციელთა მისამართით პირველი აგური, ან შუშა ტრანსგენდერმა აქტივისტმა, მარშა ჯონსონმა ისროლა, რამაც არეულობა გამოიწვია, თუმცა ეს არ დამტკიცებულა.

კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, სილვია რივერა გახლდათ.

მარშა ჯონსონი

სწორედ ამ ორი ადამიანის ქმედებები იყო რევოლუციური იმ დროს და საწყისი ლგბტ თემის უფლებებისთვის ბრძოლის დაწყების. რივერა 2002 წელს გარდაიცვალა, ხოლო ჯონსონი - 1992 წელს. გასულ წელს ამერიკის მთავრობამ დააანონსა, რომ ორივე მათგანს გრინვიჩ ვილიჯში ძეგლს დაუდგამენ.

"სთოუნვოლი" ისტორიულ ადგილად გამოცხადდა, რომელსაც 2016 წელს მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. "სთოუნვოლის ამბოხმა" დასაბამი მისცა ლგბტქ თემის აქტიური ბრძოლის დასაწყისს.

პრაიდის სიმბოლოდ მიჩნეულია დროშა ცისარტყელას ფერებით. ეს დროშა 1978 წელს გილბერტ ბეიკერმა შექმნა. "დროშა გამოხატავს ლგბტქ თემის წარმომადგენლებს ვიზუალურად, იმას, რომ ადამიანი მრავაფლეროვანია და საჭიროა, რომ ეს ყველამ დაინახოს და ყველამ აღიაროს“, - აცხადებს უფლებადამცველი ჯესიკა სტერნი.

ცნობისთვის, სხვადასხვა დროს ამერიკის პრეზიდენტებმა ოფიციალურად დაადასტურეს პრაიდის ჩატარების დრო. პირველად 2000 წლის 2 ივნისს ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ივნისი პრაიდის თვედ გამოაცხადა.

წყარო: usatoday.com

დონალდ ტრამპმა Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს უჩივლა - "ჩვენ მოვიპოვებთ ისტორიულ გამარჯვებას ამერიკისა და სიტყვის თავისუფლებისთვის"

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს