"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ახვლედიანის ქუჩაზე, "თბილისი პრაიდის“ ოფისთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი "თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრას აივნებიდან ცდილობს. ცოტა ხნის წინ მათ ოფისზე განთავსებული, ლგბტ დროშა დაწვეს.
აქციის მონაწილეები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან.
ადგილზე პოლიცია მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი.