"ობიექტური მიზეზები გამო გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება - ობიექტური სირთულეები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, რთულია რეაგირება, როდესაც დიდი რაოდენობით ადამიანია აქციაზე გამოსული.
"აქციის მონაწილეთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო, ეს იყო მოსალოდნელი. სწორედ ამის გამო კეთდებოდა გაფრთხილებები და სწორედ ობიექტური მიზეზების გამო გაჭირდა ყველა ძალადობრივ ფაქტზე რეაგირება. ეს იყო ძალიან რთული. რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ ათი ათასი კაცი, თუ რამდენიც იყო ემართა?
გახსოვთ, 1000 კაცი უტევდა პარლამენტის შენობას და იქაც ჭირდა რეაგირება. ბუნებრივია, მასაზე როცაა საუბარი, რთულია რეაგირება, მით უმეტეს, ასეთ დროს, როდესაც დიდი რაოდენობის ადამიანია გამოსული. ასეთ დროს რეაგირება რთულია, ობიექტური სირთულეები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - აღნიშნავს კობახიძე.