ავტორი:

"ევროპის ბრწყინვალე ცივილიზაციამდე საქართველოსთვის ისევ შორია" - როგორ ეხმაურება "თბილისი პრაიდს" რუსული მედია

"ევროპის ბრწყინვალე ცივილიზაციამდე საქართველოსთვის ისევ შორია" - როგორ ეხმაურება "თბილისი პრაიდს" რუსული მედია

რუსული მედია მთელი დღის განმავლობაში აშუქებდა "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს. რუსული მედიის დიდი ნაწილი, ღონისძიებას "გეი აღლუმის" სახელით მოიხსენიებს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებობა არ მიეცათ.

"სასულიერო პირების ორგანიზებით დედაქალაქის ცენტრში გამოსული ადამიანთა ჯგუფები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. რამდენიმე ჟუნრალსტი და ოპერატორი მძიმედ არის დაშავებული და მათ სამედიცინო დაწესებულებებში გადაუიდებელი ოპერაციაც უტარდებათ", - წერს რუსული მედია.

"მას შემდეგ, რაც "ღირსების მარშის" მონაწილეებსა და და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, "თბილისი პრაიდის" აქცია გადაიდო", - ასე ეხმიანება ტელეკომპანია თბილისში განვითარებულ პროცესებს.

"თბილისში გეი-აღლუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება 1-ელიდან 5 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო და ფილმის ჩვენებასა და კონცერტის გამართვას ითვალისწინებდა. ეს საქართველოს ისტორიაში სულ მეორე მარშია. რამდენიმე მცდელობა ადგილობრივმა ულტრა მემარჯვენე ძალებმა და მართლმადიდებლურმა საზოგადოებამ ჩაშალა. ამჯერადაც თბილისის ცენტრში იგივე ჯგუფები იყვნენ შეკრებილი და პრაიდის მონაწილეების ჩაქოლვას კვერცხებითა და ბოთლებით ცდილობდნენ. პოლიცია მათი აგრესიის შეჩერებასა და აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას ვეღარ ახერხებდა", - წერს echo.msk.ru.

"ორგანიზაცია აცხადებს, რომ საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების აგრესიული ქმედებების გამო, მონაწილეების უსაფრთხოება დაუცველი არ არის, ამიტომ ვერ გარისკავს აქციის მოწყობას. 5 ივლისს, რამდენიმე ათეული რადიკალურად განწყობილი ადამიანი "თბილისი პრაიდის" ოფისში ფანჯრიდან შევარდა. ნაცემია მედიის ათზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის, "რადიო თავისუფლების" კორესპოდენტი. რადიკალებმა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამიოხსნეს, აყრილია კარვები, სადაც ოპოზიციინერებვი იკრიბებოდნენ", - წერს გამოცემის ვებ-გვერდი.

"რევოლუცია და ჰომოსექსუალიზმი - ვინ ცდილობს ლბგტ-ებს ყოფილ საბჭოთა კავშირში გაამაჯრვებინოს" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოში განვითარებულ პროცესებს ინტერნეტგამოცემა РИА Новости, რომლის ჟურნალისტის, ანტონ ლისეცინის შეფასებით, "ღირსების მარშის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს მმართველ პარტიაშიც, თუმცა, იმავდროულად ხელისუფლება ყველას ტოლერანტობისკენ მოუწიდებდა".

მისივე თქმით, ასეთი აქციები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც გაიმართა.

"საქართველოში პირველი "გეი-აღლუმი" მაშინ შედგა, როდესაც აქციის ჩატარების მოწინააღდეგებს ბასილ მკალავიშვილი ხელმძღვანელობდა, ისინი იმუქრებოდნენ, რომ "ჰომოსუქსუალების" წინააღმდეგ სისხლიან რევოლუციას მოაწყობდნენ. ამის შემდეგ იყო, 2013 წელს კიდევ ერთი ღონისძიება - ბრიტანული ფილმის "ღირსების მარშის" ჩვენება, რომელიც პრობლემებით წარიმართა. მაშინ პოლიციამ რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავა. 2020 წელს "პრაიდი" პანდემიის გამო არ გაიმართა. 5 ივლისს კი, თბილისში "გეი-აღლუმის" ჩატარებისას ყველაზე მეტად ჟურნალისტები დაზარალდნენ", - წერს გამოცემის ჟურნალისტი.

მისივე ცნობით, მსგავსი "პრაიდების" ჩატარებას ასევე მსგავსი რეაქციები მოჰყვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც, მაგალითად, უკრაინაში.

"კიევში "პრაიდის" ჩატარების მცდელობის გამო, უკრაინელი ნაციონალისტები ევრომეიდანის მხარდამჭერებს გაემიჯნენ. სამი წლის წინ "ღირსების მარში" გაიმართა კიშინიოვში. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ მისი ორგანიზატორები იყვნენ ამერიკელი, ბრიტანელი და ჰოლანდიელი დიპლომატები. თუმცა, მათ წინააღმდეგ, სოციალისტების პარტია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი წარმომადგნლები გამოვიდნენ", - წერს გამოცემა.

როგორც eadaily.com წერს, "თბილისში ლბგტ თემის მორიგი, გაზაფხული-ზაფხულის პროპაგანდა გაიმართა. დღეს შეიძლება თამამად განვაცხადოთ, რომ რუსთაველის გამზირზე აფრიკული ლომების გამოყვანა გეი-აღლუმის გამართვასთან შედარებით ბევრად ნაკლებ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. უცნობია, რა რაოდენობის ადამიანი აპირებდა პრაიდის ინიცირებულ ღონისძიებას შეერთებოდა, ალბათ ათეულები, თუმცა მოწინააღდეგეები ბევრად მეტი იყვნენ. ასობით მეტი... აშკარაა, რომ ევროპის ბრწყინვალე ცივილიზაციამდე საქართველოსთვის ისევ შორია".

"თბილისი პრაიდის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს რუსი ინტერეტ-მომხმარებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან:

  • "უამრვ ქართველთან ვმეგობრობ და არავინ არავის ლოგინის დამცველი არაა, სინამდვილეში, ძალზე თავისუფალი ერია და ნუ ცდილობთ მათ ჩეჩნურ საზოგადოებად წარმოჩენას. უმცირეობის წინააღმდეგ ევროპის არარელიგიურ ქვეყნებშიც გამოდიან. იმედია, ქართველი ხალხი მშვიდობაინად გადალახავს ამ ეტაპსაც", - წერს "იური ზალჩინი".
  • "ნუ გეშინიათ, ქართველებო, იდენტობას არავინ წაგართმევთ, ისრაელში ვცხოვრობ და იქაც გაიმართა - ქვეყანა მათ რომ უყვართ, ისე ბევრს არა. თუმცა გასაგებია, ისრაელისთვის კრემლი შორს არის", - წერს ერთ-ერთ ინტერტეტ-მომხმარებელი მარაიან კარელინა.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა