ავტორი:

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის

„მუსიკოსთა პარკის“ ღონისძიებების სერიას Salomé de Bahia საკარნავალო განწყობით გახსნის

7 აგვისტოს „მუსიკოსთა პარკში“ ბრაზილიელი მომღერალი Salomé de Bahia თავის მოცეკვავეებთან ერთად მსმენელს ბოსა ნოვას, სალსასა და სამბას ენერგეტიკას გაუზიარებს.

ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებისა და სამხრეთამერიკული ტემპერამენტის სინთეზის დამსახურებით, Salomé de Bahia-ს შემოქმედება ერთნაირად იზიდავს სხვადასხვა ასაკისა თუ გემოვნების აუდიტორიას. შესრულების ენერგიული და ეგზოტიკური სტილი კი მის კონცერტებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.

მიუხედავად იმისა, რომ Salomé de Bahia-მ აქტიური შემოქმედებითი კარიერა 80-იანი წლების პარიზულ კაბარეში დაიწყო, მისი პირველი წარმატება 2000 წელს გამოცემულ საცეკვაო კომპოზიციას Tourment d'Amour უკავშირდება, რომელიც Bob Sinclar-ის კომპილაციურ ალბომში Africanism მოხვდა. ამის შემდეგ ბრაზილიელმა შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Cabaret გამოაქვეყნა, რომელიც ჰიტად ქცეულ კომპოზიციას Outro Lugar შეიცავს. Stevie Wonder-ის ცნობილი ნამუშევრის, Another Star-ის შთაგონებით შექმნილმა სიმღერამ მალევე შეძლო როგორც საკლუბო, ასევე საფესტივალო სივრცეების დაპყრობა.

პირველი ალბომის წარმატება მუსიკოსის შემდეგმა სტუდიურმა ჩანაწერმა, Brasil-მაც გაიმეორა და Salomé de Bahia-ს სახელი კიდევ უფრო მკაფიოდ მონიშნა მუსიკალურ რუკაზე. მოცეკვავეებთან ერთად ის რიგით საკონცერტო ღონისძიებას ნამდვილ საკარნავალო დღესასწაულად აქცევს, სადაც საფესტივალო განწყობის შექმნაში როგორც მუსიკოსი, ასევე აუდიტორიაც აქტიურად არის ჩართული. 7 აგვისტოს „მუსიკოსთა პარკი“ ზუსტად ამ განწყობას გპირდებათ.

„მუსიკოსთა პარკი“ 2016 წელს შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მიმდებარედ გაიხსნა. პარკში შეხვდებით ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ხმოვან ძეგლებს, მოსასვენებელ სივრცეებსა და 3 ღია სცენას. "მუსიკოსთა პარკი" მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც რეკრეაციული დანიშნულების გარდა, საგანმანათლებლო და სახელოვნებო აქტივობებისთვის საინტერესო პლატფორმას წარმოადგენს. პარკის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

არავითარი პირბადე, ხალხმრავლობა წითელ ხალიჩაზე, ვარსკვლავები, ფოტოგრაფები: ისე, როგორც პანდემიამდე  - ფოტოები კანის კინოფესტივალიდან

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"