ავტორი:

რუსთაველზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია - ადვოკატი

რუსთაველზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია - ადვოკატი

რუსთაველის გამზირზე გუშინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის მალხაზ მაჩალიკაშვილიცაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა მარიამ პატარიძემ განუცხადა, საქმის მასალები მისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ, შესაბამისად, თუ რა მუხლებითაა მაჩალიკაშვილი დაკავებული, ეს თავად მისგან გაიგო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

„მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ დააკავეს, აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯებირებს აქეთ - მშვიდობიანი მომიტინგეების მხარეს იმყოფებოდა, როცა ის დააკავეს. რაც ბატონი მალხაზი სახეზე ამოიცნეს, ჯებირებს მიღმა ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე, ისინი ცდილობდნენ ჯებირების განგრევას და მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას.

როგორც ბატონი მალხაზი ამბობს, აქციის მონაწილეებთან მისი კომუნიკაცია კარავთან დაკავშირებით იყო, ანუ თუ რა საფუძველი ჰქონდათ წინა დღეს, მისი კარვების დარბევა რომ მოხდა. ის მომიტინგეებს ეკითხებოდა, თუ რა შუაში იყო და მის მიმართ აგრესია რატომ ჰქონდათ. საქმის მასალები არ გადმოუციათ და ოფიციალურად არ მინახავს, თუ რომელი მუხლითაა დაკავებული. თუმცა, როგორც თვითონ ბატონი მალხაზი მეუბნება, საზოგადოებრივი წესრიგის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლები აბსურდულია, რადგან ის მშვიდობიანი მიმიტინგეების მხარეს იყო, მისი განცდა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ, იყო ის, რომ ისინი იმ საფრთხეს აარიდებნენ, რასაც ჯებირს მიღმა ადამიანებისგან ელოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მაჩალიკაშვილი სხვადასხვა მუხლით დააკავეს",- განაცხადა პატარიძემ.

"ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - რა უთხრა მოსამართლემ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ

"10 წლის გოგონამ თქვა, რომ ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა მის მიმართ სექსუალური სახის გარყვნილი ქმედება განახორციელა" - "იალქანი"

დაკავებულია "ყასაბიჩი", "ჩიჟიკა", "მღვდელოვიჩი"... -  შსს-მ "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 25 პირი დააკავა, 4-ს ბრალი წარედგინა, იძებნება 2 პირი