ავტორი:

"დღეს, შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ... მან გმირობის მაგალითი მოგვცა" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა

"დღეს, შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ... მან გმირობის მაგალითი მოგვცა" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა

რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარმა ფაქტმა სრულიად ქვეყანა შეძრა. ორთაჭალაში, მტკვარში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ის წყალში მოზარდი გოგონას გადასარჩენად შევიდა, რომელსაც ფეხი დაუცდა და მტკვარში გადავარდა.

ახალგაზრდა კაცმა მისი გადარჩენა სცადა - გადაარჩინა, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი შოთა ქარსელაძე იყო, რომელიც დღეს დაკრძალეს.

მის შესახებ პოსტს აქვეყნებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე:

"ისევე უბრალოდ და ღირსეულად, როგორც ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად გასწირა საკუთარი სიცოცხლე, დღეს, 36 წლის შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ.

მან სამოქალაქო გმირობის მაგალითი მოგვცა ყველას და შეგვახსენა, რომ ეს გურამ რჩეულიშვილის და იოსებ ჟორდანიას საქართველოა! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს".

"ექიმებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო... ვისაც არ სურს, გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, აეკრძალოთ პაციენტთან მუშაობა" - შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი

"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე