ავტორი:

"უბედურება ხდება ჩვენს თავს..." - "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას კოლეგები "ფეისბუქით" ეხმაურებიან

"უბედურება ხდება ჩვენს თავს..." - "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას კოლეგები "ფეისბუქით" ეხმაურებიან

"ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას კოლეგები, ჟურნალისტები და ტელეწამყვანები ეხმაურებიან.

ვახო სანაია:

"ძალიან ტრაგიკული დღეა. ჩვენი კოლეგა "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო გარდაიცვალა. მეტს ამ წუთას არაფერს/ვერაფერს დავწერ".

ვიკა ბუკია:

"უბედურება ხდება ჩვენს თავს. "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა".

ეკა წივწივაძე:

"ოპერატორი, რომელიც გამეტებით სცემეს 5 ივლისის აქციაზე დღეს დილით საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს... სიტყვები უძლურია. ვიზიარებ ოჯახის, tv პირველის, მირანდა, პირადად შენი და მთელი ჩვენი დიდი მედია ოჯახის მწუხარებას. ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!!!"

ეკა გაგუა:

"აი ეს არის თქვნი ქრისტიანობა. აი ეს არის თქვენი სამშობლოს და ტრადიციის სიყვარული. ლექსო, რომელიც უმოწყალოდ სცემეს 5 ივლისს, აღარ გვყავს. როგორ მეზიზღებით ყველა, ვინც ამ მოძალადეებს ამართლებთ და მფარველობთ".

სალომე კვარაცხელია:

"ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბნელებმა უმოწყალოდ სცემეს აქციაზე, აღარ გვყავს. როგორი აუტანლები ხართ ბნელები და მათ მომხრეები, ნეტავ იცოდეთ!"

სოფიო ხუნწარია:

"ძალიან ცუდი ამბავია, ძალიან ღმერთის სახელით იძალადეთო სულ ეგ მესმის ყურში და ღმერთი თქვენთან არ არის! მიგატოვათ! და თქვენ მოკალით ლექსო. ოქროს ბიჭი, რომელიც მოკლეს იმიტომ, რომ კამერა ეჭირა ხელში მთელ "ტვ პირველს" ვუსამძმიმრებ და მთლიანად ქართულ მედიას. არც ვიცი რა გითხრათ, უდიდესი სიმწარეა"

ინგა სამხარაძე:

"ლექსო ლაშქარავა, ტვ პირველის ოპერატორი გარდაიცვალა. ეს ბიჭი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მიერ, სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა"

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ავრცელებს.

"რა უსამართლოა ცხოვრება. "ტვ პირველის" ოპერატორი, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილი იპოვეს", - წერს ჟურნალისტი. - კომენტარებში კი აღნიშნავს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. - არაფერი ვიცით, ექსპერტიზა უტარდება ახლა".

"საზოგადოებამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით, შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე, აივნებზე..." - რას წერს ლაშა ბაქრაძე

"უხაროდა, რომ ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, წელს ბავშვი ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე..." - რას იხსენებს მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავაზე

"ხვალ რომ მომკლან..." - რას წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი