ავტორი:

პარლამენტთან აქცია - "გადადგეს მკვლელი მთავრობა" დაანონსდა

პარლამენტთან აქცია - "გადადგეს მკვლელი მთავრობა" დაანონსდა

საქართველოს პარლამენტთან "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აქცია - "გადადგეს მკვლელი მთავრობა" დაანონსდა. აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"მადლობა ღმერთს, რომ "ჭუტა“, ნოდარი და გვარამია არ არის მედია - გუშინდელი მიტინგის ორგანიზატორები არიან ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები" - ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა

პირდაპირი ეთერი პარლამენტის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც ამ დროისთვის დაპირისპირებაა