ავტორი:

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანადებობაზე წარდგენილები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილები არიან: გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, თამარა სართანია და მაია ზარიძე.

საკითხს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე 5 კანდიდატი - ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"შენ ნასვამი ხომ არ ხარ? მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? - თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?!" - ვასილ ჩიგოგიძე ნიკა გვარამიას

"სისტემამ მოწინააღმდეგედ მიიჩნია გარდაცვლილი ოპერატორი და მასთან ბრძოლა დაიწყო" - რას ემსახურება ლექსო ლაშქარავს მიზანმიმართული დისკრედიტაცია?