ავტორი:

"თქვენც ორკები ხართ, რა გგონიათ?!..." - რას წერს "ფეისბუქზე" რეჟისორი დათა თავაძე

"თქვენც ორკები ხართ, რა გგონიათ?!..." - რას წერს "ფეისბუქზე" რეჟისორი დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"გუშინაც მთელი დღე ამას ვფიქრობდი და ათი წლის წინაც და, დარწმუნებული ვარ, თქვენც თქვენს სფეროებში იგივეს გრძნობთ:

თუ ამ ყველაფრის შემხედვარე, ჩემი კოლეგების, ახლობელი ხალხის, მართლა განათლებული ადამიანების აზრი არ იცვლება, თუ ის ხალხი, ვისი მოწოდებაც თანადგომისკენ, თავისუფლებისკენ და სიყვარულისკენ უნდა იყოს უკომპრომისო, რადიკალური და დამანგრეველი ძალის არის ჩუმად და გაფართოებული თვალებით უყურებს ამ საშინელ ცინიზმს, სუსტის ჩაგვრას და იმ ქალს, დღეს მთელი სამრევლოს წინ რომ ეყო სიმამაცე, რომ მარტო გაემიჯნოს თავისივე თემს, მაშინ, არ ვიცი მე, რისი იმედი უნდა მქონდეს საერთოდ. როგორ უნდა ვიფიქრო, რომ ოდესმე ამ სისხლის წყურვილით გაგიჟებულ ბრბოს რამე გადაუტრიალდება თავში.

და მერე, როცა დაწყნარდება ყველაფერი სხვისი გამბედაობის ხარჯზე, ლექციები გვიკითხეთ ვაჟა-ფშაველას იდეებზე ისეთი სახეებით, გეგონება თქვენი მოფიქრებული იყოს...

თქვენც ორკები ხართ, რა გგონიათ".

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?