ავტორი:

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას დაზიანება ფეხის არეში აღენიშნება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად მიკროავტობუსს გაუჩნდა, რომელიც მთლიანად დაიწვა, შემდეგ კი მსუბუქ ავტომობილზე გავრცელდა.

მათივე თქმით, შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ორი პირი იმყოფებოდა, რომლებმაც გადმოსვლა მოახერხეს. ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

საქართველოში 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს - "გაშველების დროს დაუჭრიათ. მის ეზოში იყო ჩხუბი..."

ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაარბიეს და გაქურდეს - რას წერს "ფეისბუქზე" ანდრია ჯაღმაიძე