ავტორი:

"როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შსს-ს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო..." - ალეკო ელისაშვილი

"როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შსს-ს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო..." - ალეკო ელისაშვილი

როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შს სამინისტროს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო, მაგრამ არანაკლებად ამაზრზენი ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი იყო, ეს საქმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, ამაზრზენია ის, რაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ხდება.

„ამ ბიჭზე არანაკლებად მტკივა გული, რადგან ბევრისგან განსხვავებით, მას პირადად ვიცნობდი. ახალგაზრდა კაცი ჯერ არ დაგვიკრძალავს და ერთი დაირაზმა, რათა "გააშაოს", ხოლო მეორე დაირაზმა, რათა ხელი მოითბოს და მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. გულის ამრევია ერთიც და მეორეც", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ რასაც ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან გვაშორებს.

"მოუთმენლობა, აღტკინება და ჟინი იმისა, ნებისმიერი საკითხი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, არის ის, რაც "ქართულ იცნებას" აძლიერებს და მას ხელისუფლებაში ტოვებს", - აღნიშნა ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დრონით გადაღებული ჩასვენება... გლოვაშიც პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ, დღეს მათ თავად მოკლეს მედია" - რას წერს შალვა პაპუაშვილი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"