ავტორი:

"თურმე ოცნებები ხდება და ეს ყველაფერი ახლა რეალობაა - "რედიზაინმა“ 4 შვილის სოციალურად დაუცველ დედას სახლი გაურემონტა

"თურმე ოცნებები ხდება და ეს ყველაფერი ახლა რეალობაა - "რედიზაინმა“ 4 შვილის სოციალურად დაუცველ დედას სახლი გაურემონტა

სოციალურად დაუცველი მცირეწლოვანი 4 შვილის დედა შორენა ბუხრაშვილი 10 წლის განმავლობაში შავ კარკასში ცხოვრობდა. მთელი ამ წლების განმავლობაში მისი ყოველდღიურობა შვილების მოვლასთან ერთად, ყოველ წუთს მტვრიან ზედაპირებს უკავშირდებოდა, რადგან გაურემონტებელ სახლში ყველაფერი ადვილად იმტვერებოდა.

"ჭურჭელს გავრეცხავდი თუ არა, მაშინვე მტვერი ედებოდა, ბავშვებს რომ ხელებს დავბანდი, მაშინვე უჭუჭყიანდებოდათ და თავიდან დასაბანი უხდებოდათ. ყველაზე დიდი პრობლემა კი მაინც იატაკის არქონა იყო, რადგან ბეტონზე ბავშვები სულ მიცივდებოდნენ და წამლები რომ მჭირდებოდა, საკვების ფულს ვაკლებდი. ჩემი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ამით ვახერხებ ცხოვრებას და ბავშვების გამოკვებას“, - გვიამბობს შორენა.

შორენას და მისი 4 შვილის მძიმე ყოფა ცოტა ხნის წინ ერთი კეთილი ადამიანისა და "რეზიდაინის“ ჯგუფის დახმარებით დასრულდა.

"კორონავირუსის პირველი ტალღის დროს როგორც ყველას, მეც ძალიან გამიჭირდა და ერთ-ერთ ფონდს, რომელიც მრავალშვილიან დედებს ეხმარებოდა, ამის შესახებ მივწერე. ჩემთან საკვებით მოვიდა ერთი კეთილი გოგო, რომელიც ახლაც სულ მეხმარება. მას მიუწერია "რედიზაინისთვის“ ჩემ შესახებ და მეც მითხრა, იქნებ დაგეხმარონ, "ფეისბუქზე“ მაშინვე მიპასუხესო. მართლა არ მეგონა, რომ ასე მოხდებოდა, გადაცემებს ვუყურე და ყველაფერი ძალიან მომწონდა, ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყავი...“, - გვიამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ერთ დღესაც "რედიზაინის“ წამყვანებმა შორენას სახლის კარზე დააკაკუნეს და ამცნეს, რომ ყველაფრის მთლიანად შეცვლას აპირებდნენ. გარემონტებულ სახლში კი მას ყველა საჭირო ავეჯი დახვდებოდა.

"წამყვანები მართლა უსაყვარლესები არიან. კადრს მიღმაც მესაუბრნენ და თბილად გამომკითხეს ყველაფერი. ბოლომდე მაინც არ მჯეროდა და არ ველოდებოდი, რომ იმ შედეგს მივიღებდი, რაც ვნახე, გაოცებული ვარ. ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ, ვერც კი ვამბობ ზუსტად სახლის რომელი კუთხე მომწონს, ყველაზე მეტად მიხარია იატაკი, რადგან ბავშვები ბეტონზე აღარ გამიცივდებიან. უფროსი ბავშვები 4-5 წლისები არიან და იმდენად ვერ აღიქვამენ, რა მოხდა, თუმცა ძალიან გახარებულები არიან და უზომოდ მოსწონთ. “, - აღნიშნა შორენამ.

სახლზე "რედიზაინის“ პროფესიონალმა გუნდმა იმუშავა და შავი კარკასიდან სრულყოფილ საცხოვრებელ სივრცედ აქცია. შესასვლელი განსაკუთრებით გაახალისა მრავალფეროვანმა შპალერმა, ნათელი ფერები კი სახლს სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნებას სძენს. რაც მთავარია, ყველაფერი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ "მიჰაუსის“ უმაღლესი ხარისხის მასალებითაა გაკეთებული, უშუალოდ რემონტზე კი "ბრიგად არტმა“ იზრუნა.

თუ გსურთ, გადაცემის მხიარული წამყვანები ანა და ნოდო თქვენთანაც მოვიდნენ და თქვენს სახლს ახალი სიცოცხლე შესძინონ, მისწერეთ "ფეისბუქის“ გვერდზე, აუხსენით თქვენ შესახებ და დაელოდეთ მათ ზარს.

"რედიზაინს“ შეგიძლიათ მისწეროთ აქ.

(R)

რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს

კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ