ავტორი:

"ჟურნალისტები სესიაზე ვერ შემოვლენ, რომ კითხვები დაუსვან გომელაურს - ამისთვის არიან დეპუტატები" - კახა კუჭავა

"ჟურნალისტები სესიაზე ვერ შემოვლენ, რომ კითხვები დაუსვან გომელაურს - ამისთვის არიან დეპუტატები" - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ მედიის წარმომადგენლებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შს მინისტრის მოსმენის გაშუქების მიზნით, დღეს მედიასაშუალებების 100-ზე მეტ თანამშრომელზეა საშვი გაცემული, რათა მათ პარლამენტში მუშაობა შეძლონ.

„დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა - დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას. ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე გვესმის, რომ მოთხოვნა, „შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა.

მნიშვნელოვანია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე.

ხმას ვერ ამოიღებს ვერავინ იმაზე, რომ ვინმე კონკრეტულზე არ გავეცით საშვი. საშვები გაცემულია იმ სიის მიხედვით, რაც თვითონ მედიასაშუალებებმა გამოგზავნეს.

ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დაინტერესებულ პირებზე საშვების გაშვება დღის განმავლობაშიც, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საშვებთან დაკავშირებით „მედიასაშუალებებთან

წინასწარ იყო კომუნიკაცია“.

ეკა მიშველაძე გომელაურის პარლამენტში შესვლაზე - ხელისუფლება აღარ არსებობს, გვემალებიან, ასევე ქვეყანას ვერ მართავენ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიონალი წევრების არჩევის საკითხი ჩააგდო

"ჩვენმა ფრაქციამ მოიწვია ყველა დაშავებული ჟურნალისტი, რომლებსაც შეეძლოთ, სტუმრებისთვის განკუთვნილ ადგილას გომელაურის მოსმენას დასწრებოდნენ, მათზე არ დაუშვით საშვები" - სალომე სამადაშვილი უმრავლესობას