ავტორი:

დღევანდელი რიგგარეშე სხდომა დაიხურა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება

დღევანდელი რიგგარეშე  სხდომა დაიხურა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.

გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისი თქმით, „ასეთ სიტუაციაში სხდომას ვერ გააგრძელებს. კუჭავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიზანი დღევანდელი სხდომის ჩატარება არ ყოფილა.

"რაც დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მე მოვისმინე განცხადებები, სადაც პირდაპირ, ღიად აცხადებდნენ, პოლიტიკურ ჯგუფებს ვგულისხმობ, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლება ჰქონდათ, თუმცა სამწუხარო არის, როდესაც იყო მოთხოვნა დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი დღესაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს არამხოლოდ კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დაყენებული იქნა საკითხი უმრავლესობის მხრიდან, რომ ასეთ რეჟიმში საკითხის გაგრძელება ნამდვილად არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად და ვიმსჯელებთ სხვა რიგგარეშე სხდომაზე, რა საკითხები გვექნება განსახილველი უკვე ბიუროს ფორმატში “, - განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში" - რა განცხადებას არვცელებს სალომე ზურაბიშვილი