ავტორი:

"შეშინებული შს მინისტრი ჯერ შემოიპარა პარლამენტში განსხვავებული ტრანსპორტით, შემდეგ კი შეშინებული და მალულად, გაიპარა სხდომათა დარბაზიდან" - ბოკუჩავა

"შეშინებული შს მინისტრი ჯერ შემოიპარა პარლამენტში განსხვავებული ტრანსპორტით, შემდეგ კი შეშინებული და მალულად, გაიპარა სხდომათა დარბაზიდან" - ბოკუჩავა

გომელაურს, რომლისგანაც საზოგადოება ერთადერთ განცხადებას ელოდა, ეს არის განცხადება მის გადადგომასთან დაკავშირებით, მაინც მოუწევს გადადგომა და საკუთარ წილ სისხლიან ხელს ბიძინა ივანიშვილი მას შეაწმენდს, როდესაც გაუშვებს თანამდებობიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, "ქართული ოცნების“ ერთგვარი "სამარკო ნიშანი“ ძალადობაა.

"დღეს დილიდან ვნახეთ, რომ შეშინებული შინაგან საქმეთა მინისტრი შემოიპარა პარლამენტში, განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებით, რადგან მას ეშინია ჟურნალისტების, თავისუფალი სიტყვის, მშვიდობიანი პროტესტის და კითხვებზე პასუხების გაცემის. სწორედ ასე შეშინებული და მალულად, ის კვლავ გაიპარა სხდომათა დარბაზიდან, რადგან მას ეშინოდა მათ შორის ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა.

ჩვენ მას ვკითხავდით, რატომ არ დასაჯეს ორგანიზატორები, რატომ არ დაისაჯა ძალადობოსკენ მომწოდებელი და დამფინანსებელი ფალავანდიშვილი, რატომ არ დაისაჯა კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე. არ დაისაჯა, რადგან ბატონი გომელაური, ბატონი ღარიბაშვილი და ეს მოძალადეები ერთი მედლის ორი მხარეა.

დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ, რითაც „ოცნება“ ხელისუფლებას ინარჩუნებს, არის ძალადობა. ისინი ძალადობენ დეპუტატებზე, ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. კლავენ ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება, მაგრამ გომელაურს, რომლისგანაც საზოგადოება ერთადერთ განცხადებას ელოდა, ეს არის განცხადება მის გადადგომასთან დაკავშირებით, მაინც მოუწევს გადადგომა და საკუთარ წილ სისხლიან ხელს ბიძინა ივანიშვილი მას შეაწმენდს, როდესაც გაუშვებს თანამდებობიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვლადიმერ ზელენსკი, არანაირად არ ეხება საქართველოს ტერიტორიას" - დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაურია - როგორია ამ წუთებში ვითარება ადგილზე