ავტორი:

"ჩვენი ხელწერა არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება... "ქართული ოცნება" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - პრემიერი

"ჩვენი ხელწერა არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება... "ქართული ოცნება" უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა და ის დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - პრემიერი

ჩვენს ოპონენტებს და დაპირისპირებულ მხარეს სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების ხელწერა.

„ჩვენს ოპონენტებს და დაპირისპირებულ მხარეს სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების ხელწერა. ამის ნათელი მაგალითია ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში განახორციელა ჩვენი გუნდის გამორჩეულმა ლიდერმა კახა კალაძემ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როგორც დედაქალაქში, რომლის კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების.

„მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ჩვენ, მთავარი, რაც უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის შემდეგი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ, როგორც დედაქალაქში, რომლიც კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე"