ავტორი:

რატომ "ეძებს" ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართვა

რატომ "ეძებს" ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართვა

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯოზეფ გორდონ-ლევიტის პოსტმა დღეს სოციალური ქსელის ქართველი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მსახიობმა თბილისის ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა:

“აქ ვინმე არის ისეთი, ვინც საქართველოში ცხოვრობს? ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. მოძებნეთ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლითაც ამაყობთ და აქ დაპოსტეთ“, - წერს ლევიტი და ახალი სოციალური პლატფორმის, hitrecord.org ლინკს უთითებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველების მხრიდან მსახიობის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 6 საათში მისმა სტატუსმა 9 200-ზე მეტი ემოცია, 736-ზე მეტი გაზიარება და 3 800-ზე მეტი კომენტარი მოაგროვა. პოსტის კომენტარებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ არაერთ ფოტოს ნახავთ.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს ფეისბუქ გვერდზე სხვა პოსტებსაც შეხვდებით, სადაც ის სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ თავიანთი ქვეყნის ფოტოები ატვირთონ. მათ შორის, პოლონელებს, ტანზანიელებს, ვიეტნამელებს, დანიელებს და ა.შ.

  • რატომ ითხოვს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი სხვადასხვა ქვეყნების ფოტოების გამოქვეყნებას?

საქმე ისაა, რომ ჯოზეფი ახალი სოციალური პლატფორმას, HITRECORD-ის დამფუძნებელია. როგორც მსახიობი თავადვე განმარტავს, ეს არის ახალი ტიპის ონლაინ გაერთიანება, სადაც ის კოლაბორაციისთვის იწვევს მწერლებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს, მსახიობებს.

გარდა ამისა, აღნიშნული მედია პლატფორმაა, მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს ვიზუალური მასალების გაზიარების და მათ ახალ პროექტებში ჩართვის საშუალებას აძლევს.

სწორედ აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსდება სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ფოტოებიც.

ქართველი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე - ვინ იყვნენ ჩვენი ქვეყნის მედროშეები (ემოციური კადრები)

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ქართული დროშის ფერების ყაბალახით - რა ფოტოს აქვეყნებს ჩოგბურთელი ტოკიოდან

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა