ავტორი:

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილი რუს მოწინააღმდეგეს დანებდა, თუმცა მსაჯმა შეხვედრა დროულად არ გააჩერა და ძიუდოისტმა გონება დაკარგა (ვიდეო)

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილი რუს მოწინააღმდეგეს დანებდა, თუმცა მსაჯმა შეხვედრა დროულად არ გააჩერა და ძიუდოისტმა გონება დაკარგა (ვიდეო)

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურთან ერთად, მონაწილეობას მეორე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იღებს. შეგახსენებთ, ნიკო ესპანეთის სახელით ასპარეზობს.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე რუსი მიხაილ იგოლნიკოვი გახლდათ. მთელი შეხვედრა დაძაბულ ფორმატში წარიმართა, 1 წუთით ადრე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა 2 გაფრთხილება მისცა.

მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გდების შესრულებას ცდილობდა, რა დროსაც რუსმა მეტოქემ მახრჩობელა კონტრილეთით დაიჭირა. ნიკო შერაზადიშვილი რუს მოწინააღმდეგეს დანებდა, თუმცა მსაჯმა შეხვედრა დროულად არ გააჩერა და ძიუდოისტმა გონება დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი შანსია, შერაზადიშვილს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება არ მისცენ. რუსი მიხაი ოგოლნიკოვი ნახევარფინალში ლაშა ბექაურს შეხვდება.