ავტორი:

"შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

"შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

"შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია", - წერს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფესიბუქის" პირად გვერდზე:

"სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.