ავტორი:

"ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან. ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში" - ლელა წურწუმიას მიმართვა კლინიკიდან

"ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან. ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში" - ლელა წურწუმიას მიმართვა კლინიკიდან

მომღერალი ლელა წურწუმია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან "ინსტაგრამზე" ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"მოგესალმებით, ახლა ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ნორმალურად ვარ, საკმაოდ მძიმედ შემოვედი, იმიტომ, რომ ძალიან გამიჭირდა სუნთქვა. ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან. ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან გააადვილა ის, რომ ძალიან ადვილად დავექვემდებარე მკურნალობას და, ფაქტობრივად, ნახევარ დღეში ფეხზე დამაყენეს ამ საოცარმა ადამიანებმა. განსაკუთრებული მადლობა ექიმებს, არ ვიცი, რის ფასად აკეთებენ ამ ყველაფერს. ბატონ ლევან რატიანს ჰყავს უმაგრესი გუნდი და მადლობა ამ თავდადებისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ვინც მგულშემატკივრობთ, ჩემო ძვირფასებო", - ამბობს ლელა წურწუმია.

მომღერალი მიმართვას "ფეისბუქის" პირად გვერდზეც ავრცელებს:

"ჩემო მაგარო ადამიანებო, დიდი მადლობა ამხელა მხარდაჭერისთვის… ჩემი თხოვნაა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ბოროტი ადამიანების კომენტარებს… მთავარია, თქვენ ხართ ძალიან, ძალიან ბევრნი. ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხართ", - წერს წურწუმია.