ავტორი:

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამება იყო.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან 05:51 საათზეც, რომელიც სიმძლავრეც 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მანამდე კი თბილისის დროით 03:19 საათზე, სოფელ სამებასთან 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა, ამავე ტერიტორიაზე მიწისძვრა იყო გუშინ 23:42 საათზეც.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა დაფიქსირდა.