ავტორი:

კონფლიქტი მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ - რას ყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე

კონფლიქტი მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ - რას ყვებიან ადგილობრივები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე

ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში წინანდალში მოკლული სამი პირიდან ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

არსებული ინფორმაციით, ასევე გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ზვიად ზვიადაურთან ერთად ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამასთან, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება.

კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.