ავტორი:

"მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში! ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ..." - თამუნა თანდაშვილის ემოციური პოსტი საავადმყოფოდან გაწერამდე

"მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში! ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ..." - თამუნა თანდაშვილის ემოციური პოსტი საავადმყოფოდან გაწერამდე

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კორონავირუსით მეორედ დაინფიცირების შემდეგ, რეანიმაციაში 26 დღე სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, საავადმყოფოდან გაწერამდე მორიგ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

"ასეთი წრეა - გადარჩები თუ გადაარჩენ. მე, ინეზა, მამაო - ხვალიდან სახლში!!!!!

ვიტალის ვტოვებთ ახალი პაციენტების გადასარჩენად რამდენიმე დღით, ეგ ისედაც გვიან შემოვიდა და ეკუთვნის პოსტზე დგომა!

ჩვენ ვიბრძოლეთ, თქვენ გადაგვარჩინეთ - ყველა სიტყვა და ფიქრი და მხარდაჭერა მოვიდა ჩვენთან და ავდექით!!!!!

ვსუნთქავთ!!!! ცოცხლები ვართ, ხალხნო, თქვენ გენაცვალეთ!!!!

რესპუბლიკური საავადმყოფო თქვენს ექიმებს და პერსონალ ქედს ვუხრით! გულიკო ქილიფთარი! ნანა მელიქიშვილი! მადლობა ისეთი პატარა სიტყვაა, ვერაფერს იტევს!

გულით გთხოვთ აიცერით, გადარჩები თუ გადაარჩენ".

ასევე ნახეთ: