ავტორი:

"17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება" - რას წერს გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურზე

"17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება" - რას წერს გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურზე
  • პაატა ვარდანაშვილის ფოტო

მუსიკოსი გელა დაიაური წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის შესახებ წერს:

"კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელა ოლიმპიადის მოგებით, კაცს, რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.

P.S. და თქვენ კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!!"