სილვიო ბერლუსკონი - თბილისი რომ რუსებმა არ აიღეს, ჩემი და საფრანგეთის პრეზიდენტის დამსახურებაა

სილვიო ბერლუსკონი - თბილისი რომ რუსებმა არ აიღეს, ჩემი და საფრანგეთის პრეზიდენტის დამსახურებაა

იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში თბილისზე რუსების თავდაუსხმელობა მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის დამსახურებაა.

იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, სენატში სიტყვით გამოსვლისას ეს ფაქტი ბერლუსკონიმ ბოლო წლების საკუთარ მიღწევებს შორის დაასახელა.

იტალიის პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად, რუსეთის პრემიერ პუტინს თბილისზე თავდასხმა გადააფიქრებინა.

"ეს თავდასხმა რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობას გაუფუჭებდა", - აღნიშნა ბერლუსკონიმ.

მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილი რუსი ჯარისკაცების მიერ ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობას დიპლომატიურმა ძალისხმევამ გადაარჩინა".

გარდა ამისა, ბერლუსკონის თქმით, მან რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დარეგულირებასაც მიაღწია.

იტალიის პრემიერის მტკიცებით, სწორედ მან დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გადაეფიქრებინა იტალიაში მიმდინარე დიდი რვიანის სამიტის დატოვება იქამდე, ვიდრე რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულება გაფორმდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე