”ლეიბორისტები” საპარლამენტო ოპოზიციას ულტიმატუმს უყენებენ

”ლეიბორისტები” საპარლამენტო ოპოზიციას ულტიმატუმს უყენებენ

ლეიბორისტები” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციას ულტიმატუმს უყენებენ.

”ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური საბჭოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები ”სააკაშვილის საკონსტიტუციო გადატრიალების წინააღმდეგ” თუ არ გაილაშქრებენ, ისინი სახელისუფლო ბანდის წევრად ჩაითვლებიან, რომლებსაც სრულად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია სამშობლოსა და ხალხის წინაშე.

”ამის შემდგომ სააკაშვილთან გარიგებულებს უფლება აღარ ექნებათ ისარგებლონ ოპოზიციის სახელით და ჩვენ მათთან, როგორც ხელისუფლების ნაწილთან, გავწყვეტთ ყოველგვარ ურთიერთობას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე