ბილ კლინტონი - აშშ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქვეყნის სტატუსს კარგავს

ბილ კლინტონი - აშშ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქვეყნის სტატუსს კარგავს

ბილ კლინტონის აზრით, აშშ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქვეყნის სტატუსს კარგავს. რუსული სააგენტოების ცნობით, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ სხვა ქვეყნების, მაგალითად ჩინეთისა და ინდოეთის სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო, აშშ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქვეყნის სტატუსს კარგავს.

"როცა ქვეყანას გაცილებით ძლიერი ეკონომიკა აქვს, მასზე და არა აშშ-ზე დამოკიდებული ხდება, ექნება თუ არა ამ ქვეყანას უფრო ძლიერი სამხედრო სისტემა, ვიდრე - აშშ-ს", - განაცხადა კლინტონმა იალტაში გამართულ ფორუმზე. 

კლინტონი აცხადებს, რომ მისთვის მთავარია, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის "მეგობრობის ხიდი" გაიდოს.

"მინდა, როცა ჩვენ დომინანტები აღარ ვიქნებით, ჩვენ გვქონდეს გავლენა პოზიტიური გაგებით", - აღნიშნა კლინტონმა.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ს რეფორმები სჭირდება, რომელიც მოქალაქეთა ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის, ქვეყანა კი განვითარებას გააგრძელებს.

"ნებისმიერი სისტემა, ადრე თუ გვიან, აღწევს ისეთ მომენტამდე, როცა დაინტერესებულია ყველაფერი ისევე დარჩეს, ვიდრე კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ უნდა გვეყოს მამაცობა, შევცვალოთ კომფორტული ცხოვრება, რათა ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ”, - განაცხადა აშშ-ის ექსპრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე