ახმეტაში რთველით უკმაყოფილო გლეხი დააპატიმრეს

ახმეტაში რთველით უკმაყოფილო გლეხი დააპატიმრეს

"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა რთველით უკმაყოფილო გლეხი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები ოთარ სააკაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ქისტაურში მყოფ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს მევენახემ უთხრა, რომ "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში ყურძენს არ იღებდნენ, რაც გამგებელმა უარყო და გლეხს პროვოკატორი უწოდა.

თვითმხილველების თქმით, გამგებელმა ამის შემდეგ გლეხის მისამართით შეიგინა და მას მთავრობის მტერი უწოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა ოთარ სააკაშვილი დააკავეს. ახმეტის პოლიციაში ოთარ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ახმეტის პოლიციის უფროსი ზურა ფილაშვილი რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის დისშვილია.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა ოთარ სააკაშვილს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ოთარ სააკაშვილის დაკავებასთან კავშირს უარყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე. მისი თქმით, ის ქისტაურში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა გლეხის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"