ავტორი:

"კოვიდ-ორსული გადავიდა რეანიმაციაში, დიდი ალბათობით ვერ გადარჩება... რა ვუთხრა ახლობლებს, რომ კარგია იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო?" - რას წერს მედიკოსი "ფეისბუქზე"?

"კოვიდ-ორსული გადავიდა რეანიმაციაში, დიდი ალბათობით ვერ გადარჩება... რა ვუთხრა ახლობლებს, რომ კარგია იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო?" - რას წერს მედიკოსი "ფეისბუქზე"?

მას შემდეგ რაც ისრაელში ჩატარებული კვლევების შესახებ გახდა ცნობილი, საზოგადოებაში აჟიოტაჟი არ ცხრება. საუბარია კვლევაზე, რომლის თანახმად კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვიდრე ვაქცინირებულების.

ინფორმაციას ეხმაურებიან ქართველი მედიკოსებიც. ყველა მათგანი თანხმდება, რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი გაცილებით ძლიერია.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ექიმი-პულმონოლოგმა და "ევექსის" კლინიკების კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ხურციძემ, სადაც აცრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან კონკრეტული, მძიმე ფაქტი მოიყვანა, რაც აუცრელობამ გამოიწვია.

"6თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში.... მეგობრები მთხოვენ დახმარებას.... და რა ვუთხრა? კარგია რომ დაემართა იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო?? დიდი ალბათობით რომ ვერ გადარჩება...?!

სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი.. რა ვქნა, როგორ ავუხსნა კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია მთავარია მყარი ანტისხეულები გამომუშავდებათქო? #აიცერით" - წერს ელენე ხურციძე.