აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის ძმისშვილს, მერი ტრამპს შორის წლებია, რაც დაძაბული ურთიერთობაა. კონფლიქტი მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მერიმ ბიძამისის შესახებ წიგნის გამოცემა დააანონსა. მიუხედავად ტრამპის მცდელობისა, რომ ძმისშვილისთვის ხელი შეეშალა წიგნის გამოცემაში, ის მაინც გამოვიდა. სასამართლომ მერის წიგნის გამოცემის ნება დართო და ის "ამაზონზეა" ხელმისაწვდომი.
ტრამპი ძმისშვილს "კონფიდენციალური დოკუმენტების მოსაპოვებლად მზაკვრულ შეთქმულებაში ჩართვაში“ სდებს ბრალს და ადანაშაულებს უკიდურესად პირადული ინფორმაციის გამჟღავნებაში.
ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ 56 წლის მერი ტრამპმა დაარღვია 2001 წელს დადებული შეთანხმება, რომლითაც მას ეკრძალებოდა დონალდ ტრამპის მამის მემკვიდრეობის შესახებ დოკუმენტების გამჟღავნება. დონალდ ტრამპი ასევე თანმიმდევრულად უარყოფს ყველა იმ ბრალდებას, რაც მის შესახებ არის მერი ტრამპის წიგნში.
გარდა ძმისშვილისა, დონალდ ტრამპი "ნიუ იორკ თაიმსის“ სამ ჟურნალისტსაც უჩივის და აცხადებს, რომ ისინი პირადი სარგებლის მიღებისთვის მუშაობდნენ მერი ტრამპთან დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სარჩელში ნათქვამია, რომ მან ყოველივეს გამო მნიშვნელოვანი ზარალი ნახა და ამიტომაც, კომპენსაციის სახით 100 მილიონ დოლარს მოითხოვს.
ცნობისთვის, მერი და დონალდ ტრამპებს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო და კონფლიქტის დეტალები თავდაპირველად New York Daily News-მა გამოაქვეყნა. მერისა და მის ძმას დონალდთან ქონებასთან დაკავშირებული პრეტენზიები აქვთ. და-ძმა ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ კუთვნილი ქონება, რომელიც დონალდის ძმას მამისგან ეკუთვნოდა. დონალდის მამა 1999 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება გაინაწილეს მისმა ცოცხალმა შვილებმა, ხოლო გარდაცვლილი შვილის შთამომავლებს არაფერი ერგოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: 4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა