ავტორი:

"შოთა არველაძე ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა" - როგორ გამოეხმაურა კალაძე  არველაძე - კობიაშვილის დაპირისპირებას?

"შოთა არველაძე ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა" - როგორ გამოეხმაურა კალაძე  არველაძე - კობიაშვილის დაპირისპირებას?

თბილისის მერი კახა კალაძე იმ საჯარო კამათს გამოეხმაურა, რომელიც შოთა არველაძესა და ლევან კობიაშვილს შორის იყო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, შოთა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა და რომ მისი უარი გაუგებარი იყო.

"კობიაშვილსა და შოთა არველაძეს შორის შეპასუხებებს რაც შეეხება... ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. ძალიან გამიხარდებოდა, შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რომ გამხდარიყო.

როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან თუ რაიმე გვაქვს ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, მისი უარი ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა", - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კომენტარი საქართველოს ნაკრების შესახებაც გააკეთა. გააგრძელეთ კითხვა