ავტორი:

ლეგენდარული ჟურნალისტი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

ლეგენდარული ჟურნალისტი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

ლეგენდარული დიქტორი დავით სოკოლოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემი უსაყვარლესი მეგობარი წავიდა... ტელელეგენდა დავით სოკოლოვი გარდაიცვალა" - წერს მაკა რაზმაძე.

ცნობისთვის, დავით სოკოლოვი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. 2021 წლის თებერვალში ლეგენდარულ ჟურნალისტს საქართველოს "პირველმა არხმა" მთაწმინდის პარკში ვარსკვლავი გაუხსნა.