მეცნიერების მიერ მცირე ხნის წინ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ქალბატონებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ ლუდს, ოსტეოპოროზის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. ეს კი ლუდში კაჟის შემცველობით აიხსნება. ძვლოვან ქსოვილში ამ ნივთიერების ნაკლებობის გამო ძვლები ადვილად იბზარება და ტყდება.
სპეციალისტებმა 48 წლის 1700 ქალბატონი გამოიკვლიეს. ლუდის მოყვარულ ქალბატონებს უფრო მტკიცე და ჯანმრთელი ძვლები აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელს საერთოდ არ სვამს. რაც მთავარია, არამსმელებზე გაცილებით უკეთესი შედეგი აღმოაჩნდათ მათაც კი, ვინც დღეში ნახევარ ლიტრზე ნაკლებ ლუდს მაინც მიირთმევს.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კაჟბანდს დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლების ფორმირებისთვის. ლუდი კი კაჟბანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდაა მიჩნეული. ის ასევე მდიდარია ნივთიერება ფიტოესტროგენით, მცენარეული წარმოშობის ესტროგენით, რომელიც აუცილებელია ახალი ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის. მეცნიერების ამ გამოკვლევამ საზოგადოება ძალიან დააინტერესა. მაგალითად, თუნდაც ინგლისში ოსტეოპოროზი სამ მილიონ ადამიანს აწუხებს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)