ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ უკვე საქართველოშია

მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ უკვე საქართველოშია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში წერს, რომ ის უკვე საქართველოშია:

"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან რვა წლის შემდეგ" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც "ნაციონალურ მოძრაობაში“.

ცნობისთვის, სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელსაც დართული ჰქონდა კიევი-თბილისის 2 ოქტომბრის ავიარეისის ბილეთი. ექსპრეზიდენტმა მაშინ ჩამოსვლა ორი ოქტომბრისთვის დააანონსა.