ავტორი:

"ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ..." - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს, რომ ის თითქოს უკეე საქართველოშია

"ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ..." - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს, რომ ის თითქოს უკეე საქართველოშია

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს იმის შესახებ, რომ ის უკვე საქართველოშია, პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა.

“მოკლედ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ იმის თავი აქვს, კანონმორჩილი მოქალაქეები საწოლში რამდენჯერ გადავბრუნდით, ის ითვალოს. ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ... "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა სამარცხვინოა“, - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის უკვე საქართველოშია.

“დილა მშვიდობისა, საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, - წერს სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. შესაბამისად, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ჯერჯერობით არ იციან არც „ნაციონალურ მოძრაობაში“.