საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საშუალებით დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით საზოგადოებას შეატყობინა, რომ ის უკვე საქართველოშია.
"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან რვა წლის შემდეგ" - დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა. მოგვიანებით კი მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
სააკაშვილის პოსტს კომენტარებში გამოეხმაურა მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი:
"დილა მშვიდობისა - სამშობლოს სიყვარულის ძალა გვანახა", - წერს ყოფილი პირველი ლედი.
ამავე თემაზე: "ისე მენატრებოდა აქაურობა" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ამტკიცებს რომ ბათუმშია