ავტორი:

"მე და ლიზამ გადავწვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ერთად ვართ... გვაქვს ერთობლივი ოჯახი" - რა ვიდეოს ავრცელებს სააკაშვილის მეგობარი ქალი?

"მე და ლიზამ გადავწვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ერთად ვართ... გვაქვს ერთობლივი ოჯახი" - რა ვიდეოს ავრცელებს სააკაშვილის მეგობარი ქალი?

რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE უკრაინულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ახალი რომანი ჰქონდა და მისი რჩეული უკრაინული პარტია "ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერი, ლიზა იასკოა იყო. ცნობილი იყო რომ წყვილი, ლესნიკში მდებარე სააკაშვილის ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა.

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს, იასკოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის და ექსპრეზიდენტი მათი სიყვარულის შესახებ საუბრობენ,

"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც.

ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. ამაზე ვფიქრობ ბევრს, მაგრამ მე და ლიზა ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას უსურვოთ ბედნიერება" - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

რამდენიმე თვის წინ უკრაინული გამოცემა Strana.ua. წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ უკრაინელ პოლიტიკოსს, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, სერიოზული ურთიერთობა აკავშირებთ.

"ამის შესახებ გამოცემას წყვილის გარემოცვა უყვება, რომელთა ინფორმაციითაც, გოგონა პერიოდულად ცხოვრობს სააკაშვილის რეზიდენციაში - ლესნიკის დასახლებაში მდებარე ქართულ-უკრაინულ სახლში. მათი პირველი ერთობლივი ფოტოები ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა, ძირითადად გადაღებული იყო საქმიან შეხვედრებსა და საერთო გარემოცვაში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს. წყვილი ზაფხულიდან მოყოლებული ერთადაა და მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ", - წერდა გამოცემა.

ცნობისთვის, ლიზა იასკო ოფიციალურად აქამდე დაქორწინებული არ ყოფილა. როგორც ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა წერდა, მან სახელი "ფეიკ-ლესბი" ფოტოთი გაითქვა, რომელზეც ის გოგონას კოცნის...