ავტორი:

რამ გამოიწვია "ფეისბუქის"  რამდენიმესაათიანი გათიშვა - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

რამ გამოიწვია "ფეისბუქის"  რამდენიმესაათიანი გათიშვა - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

ფეისბუქის“ განმარტებით, გლობალური შეფერხება მაგისტრალური მარშრუტიზატორების(როუტერი) კონფიგურაციის ცვლილებებმა გამოიწვია.

"ქსელის ტრაფიკის ამ შეფერხებამ კასკადური ზემოქმედება მოახდინა მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციის გზაზე და შეაფერხა ჩვენი სერვისები”, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, „ფეისბუქი“ ირწმუნება, რომ ინციდენტის შედეგად კლიენტთა მონაცემების გაჟონვა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, Facebook, WhatsApp და Instagram, თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო.